საქართველოს საგარეო უწყება – იმედს გამოვთქვამთ,  ჟენევის მომავალ რაუნდზე შევძლებთ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნავენ.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.

„გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ  ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია