გორში ქალაქის დღეების ღონისძიებაზე ოსური კუთხე მოეწყო. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლებმა ოსურ ეზოში წარმოადგინეს ეროვნული სამზარეულოს ტრადიციული კერძები – ჯიგკა, სამი ოსური ხაჭაპური, ოსური ლუდი და სხვა.
ღონისძიების სტუმრები – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ყურადღებით ათვალიერებდნენ ოსური ყოფის საგნებსა და ოსი ხალხის ეროვნულ სამოსს. სტუმრებს, ასევე შეეძლო ადგილზე მომზადებული კერძების დაგემოვნება.
ღონისძიების ფარგლებში, ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს ომარ ხუბაევს ქალაქ გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა და ვაუჩერი გადაეცა.
VIDEO (qartli.ge): https://youtube.com/shorts/aozukxmJw-E