5 წლის ლიკა ელბაქიძეს (ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, სოფელი თამარაშენი) დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ამ ეტაპზე ბავშვი გადის მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. მას უტარდება ყველა საჭირო პროცედურა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გამოიჩინეს ინიციატივა შეეგროვებინათ და გადაეცათ გარკვეული თანხა ოჯახის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
კიდევ ერთ დევნილს ოკუპირებული ახალგორიდან, 5 წლის ფერაძე თეკლეს აღმოუჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. ბავშვი გადის მკურნლობას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. სამხრეთ ოსეთის ადმინიტრაციამ გადაურიცხა ანგარიშზე გარკვეული თანხა.