“კოსტაობა-2019” დააგვირგვინა სახალხო ზეიმმა სოფელ არეშფერანში.
ტრადიციული დოღი, ოსური ტრადიციით სტუმრების დახვედრის ცერემონიალი, ჭიდაობაში გამარჯვებულების გამოვლენა-დაჯილდოვება – ეს მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობების, რაც არეშფერანში გაიმართა.
სკოლის ეზოში მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, ასევე სცენა, სადაც საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, ჟღერდა სიმღერები ოსურ და ქართულ ენაზე. ასევე – სხვადასხვა სპორტული აქტივობები: ფეხბურთი, ფრენბურთი და – გამარჯვებულების დაჯილდოვება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მთავრობის წევრები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან-ალანიიდან.