25-26 ივნისს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის გაუჩინარებიდან 121-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ივანე მაჩაბლის მუზეუმთან ერთად, თარიღის აღსანიშნავად აწყობს შემდეგ ღონისძიებებს და აქტივობებს:
- 25 ივნისს ადმინისტრაციის ჰოლში გაიხსნება ივანე მაჩაბლის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა;
- 26 ივნისს ივანე მაჩაბლის მუზეუმი, ცხინვალის თეატრი და საზოგადოების წარმომადგენლები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მოინახულებენ მთაწმინდის პანთეონში ივანე მაჩაბლის სიმბოლურ საფლავს და ყვავილებით შეამკობენ.