„ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ 10 ფინალისტი გამოვლინდა

10 სკოლის მოსწავლე – დევნილი ბავშვები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან – გახდნენ პროგრამა «ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში» მონაწილენი.

 

ვინაიდან აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი იყო 10 ადგილი და 17 მოსწავლედანფინალისტები გამოვლინდნენ გამჭვირვალე წილისყრის შედეგად.

 

 

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის № 46/1 ბრძანების შესაბამისად განათლების სამსახურმა გამოავლინა  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს   პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ქვეპროგრამის ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“’ საუკეთესო ერთნაირი შედეგების მქონე 17 დევნილი მოსწავლე  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

 

პროგრამის ფინალისტებს შეხვდა და  გამარჯვება მიულოცა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია