ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტების დაფინანსება

2024 წლის 1 ივნისამდე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მიიღება განცხადებები იმ სტუდენტთა დაფინანსების შესახებ, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, არ აქვთ მინიჭებული სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი (მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში), არ სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არ მიუღიათ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან. დაფინანსების პირობები განსაზღვრულია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

ერთჯერადი დაფინანსების მიღება შეუძლიათ ასევე ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მიღებული აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან და 2022-2023 აკადემიური წლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კურსების 80%-ში მაინც მიღებული აქვთ უმაღლესი შეფასება – A.

დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

· განცხადება;

· საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

· დევნილის მოწმობა;

· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;

· უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი (იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ დაფინანსება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან.);

· პირადი საბანკო ანგარიში.

მისამართი:

ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1. ტელ.: 595958067

ქ. გორი, სტალინის ქ. 16. საკრებულოს შენობა ტელ.: 595958052.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია