28 ივნისს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის, კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი ატარებს სამედიცინო აქციას.
აქციაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა პროფილის ექიმები: ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ეკგ-გადამღები, გასტროენტეროლოგი, ექოსკოპისტი, ანგიოლოგი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი. მოხდება მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ასევე, ოფთალმოლოგის კონსულტაციის შემდედ, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა სათვალეები.
აქცია დაიწყება 10:30 საათზე.