ხალხური სამღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“ ამჯერად იმერეთის მაყურებელი გაახარა ხალხური შემოქმედების შედევრებით-ოსური „ხონგა“ და „სიმდი“, ქართული „მთიულური“, „აჭარული“ და სხვა. ასევე გაჟღერდა ქართული და ოსური ხალხური სიმღერები.
კონცერტი საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ანსამბლ „ნართების“ რეგიონული გამოსვლა გაგრძელდება მარნეულში, სადაც 29 აპრილს მოცეკვავეები და ვოკალისტები ჩაატარებენ კონცერტს.
31 მარტს კი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ზეიმს „ნართები“ თბილისში გამართავენ, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.