16 მარტს,15:00 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია უმასპინძლებს რობერტ ოდიკაძის წიგნის „ცხინვალის მემატიანე“ პრეზენტაციას. წიგნი ეძღვნება მეცნიერს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ ცოტნიაშვილს. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი-პროფესორი, თავისი ცხოვრების მანძილზე ძირითადად დაკავებული იყო ცხინვალის ისტორიის კვლევა-ძიებით. წელს მიხეილ ცოტნიაშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა.