ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ ივლისში საქართველოს საკურორტო ქალაქში კონცერტის გამართვას გეგმავს.
სულ ცოტა ხნის წინ, კერძოდ, 7 ივნისს „ნართებმა“ შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში მაყურებელი სოლო კონცერტით გაახარა. წარმოდგენილი იყო ორი ახალი ოსური ცეკვა: “მიპატიჟება” და „ქალთა ცეკვა“. ასევე ქართული და ოსური ცეკვებისა და სიმღერების მრავალფეროვანი პროგრამა.
კონცერტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით გახარებულები არიან იმ ფაქტით, რომ ღონისძიებას ბევრი უცხოელი სტუმარი დაესწრო – ევროპის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, უკრაინის მოქალაქეები და ბევრი სტუმარი ვლადიკავკაზიდან.
აღსანიშნავია, რომ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლია, რომელიც 2007 წელს დაარსდა.