დევნილების სამედიცინო შემოწმება კოდაში. საქველმოქმედო აქცია მრავალპროფილიანი კლინიკა „ავერსი“-ს (მარნეული) ექიმებმა ჩაატარეს. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს „ავერსის“ ექიმებმა საჭირო მედიკამენტები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ კოდის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში დაახლოებით 400 ოჯახი ცხოვრობს. ორგანიზატორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.