სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის ორგანიზებით შედგა დევნილი აბიტურიენტების შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წამომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტში დევნილთა სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები. დევნილ აბიტურიენტებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ სრული დაფინანსება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2019-2020 სასწავლო წლისთვის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. უნივერსიტეტში ხორციელდება შემდეგი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები: ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრონული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია.