სკოლის შემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახური, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმდინარე წლის 12 მარტის N288  ბრძანების  მესამე პუნქტის  თ) ქვეპუნქტის შესაბამისად ახორციელებს სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ფარგლებში აბიტურიენტთა რეგისტრაციას.

სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი განსაზღვრავს აბიტურიენტების სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებას. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით ისარგემლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიური  მომზადების კურსს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნით.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია   მომზადების პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში  ჩასარიცხად  უზრუნველყოფს ბენეფიციართა რეგისტრაციას. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ბენეფიციარებს მოამზადებენ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სავალდებულო საგანში და არანაკლებ ერთ არჩევით საგანში.  აგრეთვე უზრუნველყოფენ სტიპენდიით, სასწავლო მასალით და საცხოვრებლით.

რეგისტრაციის განსახორციელებლად ფუნქციონირებს ელექტრონულად შესავსები ფორმა და იგი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას

ა) აბიტურიენტის სახელი, გვარი;

ბ) აბიტურიენტის სქესი;

გ) აბიტურიენტის პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;

დ) აბიტურიენტის დაბადების თარიღი;

ე) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო აწესებულების დასახელება (რომელშიც სურს ბენეფიციარს სკოლისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა);

ზ) საცხოვრებლით უზრუნველყოფის  საჭიროების შესახებ ინფორმაცია;

ი) არჩევითი საგნის შესახებ ინფორმაცია (რომელშიც მომზადება სურს)

 

რეგისტრაცია  შესაძლებელია  12 მარტიდან  22 მარტის ჩათვლით.

მოგვმართეთ მისამართზე:   სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N 1.

ტელეფონი: 595 95 80 52

 

 

 

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია