გამოყენებითი ხელოვნება – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალბატონებთან, რომლებმაც წარმოადგინეს გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები- ტიხრული მინანქარი, თიხის, თექის, ბისერის, წიწვებისა და მინის საოცარი ხელნაკეთი ნივთები.
ქალბატონების საპატივსაცემოდ გაჟღერდა მუსიკალური ნომრები ირმა ზუბაშვილის, თინათინ ჭულუხაძის, კესო ჯოხაძის, მარიამ მელანაშვილისა და ,,ნართები’’–ს ვაჟთა ტრიოს შესრულებით.