მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი გაიმართა, რომელსაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ. ზეიმი განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარდა: თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ახალი საახალწლო სპექტაკლი, ჯამბაზების შოუ, თოვლის ბაბუა, პატარა სანტები, ზღაპრის ნაცნობი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები.
მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ სასახლის მუსიკალური და ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური“, სამეჯლისო ცეკვები, პატარა ბალერინები.
თოვლის ბაბუამ პატარებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები დაურიგა.
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში ტრადიციულად, საქველმოქმედოა.
ორგანიზატორი – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.