წინასაახალწლო სახალისო სპორტული თამაშები ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის  სპორტის სამმართველომ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოფელ ხურვალეთის დევნილი ბავშვებისთბის სახალისო თამაშები ერთობლივად ჩაატარა.

ადმინისტრაციის სპორტის სამმართველოს უფროსი სერგო გაბელაია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი UEFA -ს მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია წინასაახალწლოდ ჩაატარეს შეხვდრა ხურვალეთის სკოლის დირექტორთან, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით დევნილ ბავშვებს გადაეცათ საფეხბურთო ბურთები, სპორტული ინვენტარი და მაისურები.  

ერთობლივი ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ სხვადასხვა პუნქტებში.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია