სუს-მა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში წარადგინა (VIDEO)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ალექსი ბატიაშვილმა 2021 წელს ქვეყნის წინაშე განვითარებული უსაფრთხოების პროცესები მიმოიხილა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ანგარიშის ძირითად საკითხებს ქვეყნის ოკუპაცია, კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ასევე, კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

ალექსი ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც: „საანგარიშო პერიოდში, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა როგორც საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნით სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

წყარო: https://ssg.gov.ge/news/760/aleqsi-batiashvilma-parlaments-saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-2021-tslis-angarishi-tsarudgina

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია