სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით (HRC), გაიმართა კონფერენცია – „ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე“. ფორუმზე ასევე მიწვეული იყო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რომელიც ჩაერთო გამართულ დისკუსიაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ: “1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ 30 წელი გავიდა. შერიგების და ნდობის აღდგენის პროცესში, ქართულ მხარეს ჰქონდა მიღწევები, მაგრამ იყო შეცდომებიც, რამაც ჩიხში შეიყვანა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საზოგადოებებს შორის გაუცხოების შემცირების პროცესი. საჭიროა გასული 30 წლის შეცდომებისა და მიღწევების გადაფასება, რათა დაიგეგმოს სამომავლო, შედეგზე ორიენტირებული ქმედებები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე – სამშვიდობო პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების მიერ”.

კონფერენცია გაიმართა პროექტის – „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და ქართულ საზოგადოებაში წარსულის გადაფასების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით ახორციელებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია