ანსამბლი “ნართები” ბათუმში კონცერტს გამართავს

ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ ივლისში საქართველოს საკურორტო ქალაქში კონცერტის გამართვას გეგმავს.

სულ ცოტა ხნის წინ, კერძოდ, 7 ივნისს  „ნართებმა“  შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში მაყურებელი სოლო კონცერტით გაახარა. წარმოდგენილი იყო ორი  ახალი ოსური ცეკვა: “მიპატიჟება” და „ქალთა ცეკვა“. ასევე  ქართული და ოსური ცეკვებისა და სიმღერების მრავალფეროვანი პროგრამა.

კონცერტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ  განსაკუთრებით გახარებულები არიან იმ ფაქტით, რომ ღონისძიებას ბევრი უცხოელი სტუმარი დაესწრო – ევროპის, კანადის, იაპონიის, ჩინეთის, უკრაინის მოქალაქეები და ბევრი სტუმარი ვლადიკავკაზიდან.

აღსანიშნავია, რომ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ანსამბლია, რომელიც  2007 წელს დაარსდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია