“კოსტაობა-2019” სოფელ არეშფერანში

“კოსტაობა-2019” დააგვირგვინა სახალხო ზეიმმა სოფელ არეშფერანში.

ტრადიციული დოღი, ოსური ტრადიციით სტუმრების დახვედრის ცერემონიალი, ჭიდაობაში გამარჯვებულების გამოვლენა-დაჯილდოვება – ეს მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობების, რაც არეშფერანში გაიმართა.

 

სკოლის ეზოში მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, ასევე სცენა, სადაც საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, ჟღერდა სიმღერები ოსურ და ქართულ ენაზე. ასევე – სხვადასხვა სპორტული აქტივობები: ფეხბურთი, ფრენბურთი და – გამარჯვებულების დაჯილდოვება.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მთავრობის წევრები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან-ალანიიდან.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია