დევნილი ბავშვების აქტიური ზაფხული

8 დევნილი ბავშვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც ცხოვრობენ სოფელ საქაშეთში დევნილების კომპაქტურ დასახლებაში, გაემგზავრნენ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში.

ბავშვები ჩაერთვებიან სახვადასხვა აქტივობებში: ხეობაში ლაშქრობა, ღირშესანიშნაობების დათვალიერება, ზღვაზე დასვენება, ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი, კარაოკე და სხვა. ასევე ისინი მოისმენენ ლექციებს სხვადასხვა თემებზე, მიიღებენ მონაწილეობას დებატებში „რა? სად? როდის?“ ფორმატში.

პროექტის ორგანიზატორები არიან: სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახური და „ბავშვებისა და სტუდენტების დამოუკიდებელი გაერთიანება“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია