1.მრავალშვილინი ოჯახები (ოთხი და მეტი შვილი) —100 (ასი) ლარი თითოეულ არასრულწლოვანზე
ა) განცხადება
ბ) საბანკო რეკვიზიტი განმცხადებლის სახელზე
გ) მშობლად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
დ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები
ე) განმცხადებლის მშობლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
ვ) დევნილობის მოწმობის ასლები, როგორც განმცხადებელ მშობელზე ისე არასრულწლოვან შვილებზე, ასეთების არარსებობის შემთხვევაში ცნობა შესაბამის ორგანოდან დევნილობის შესახებ
2.2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები — 200 (ორასი) ლარი
ა) განცხადება
ბ) საბანკო რეკვიზიტი განმცხადებლის სახელზე
გ) გარდაცვალების დოკუმენტის ასლი
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
ე) დევნილობის მოწმობის ასლი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში ცნობა შესაბამის ორგანოდან დევნილობის შესახებ
ვ) გარდაცვლილის ოჯახის წევრობის დამადასტურებელი ცნობა გამგეობიდან
- II მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები— 300 (სამასი) ლარი
ა) განცხადება
ბ) საბანკო რეკვიზიტი განმცხადებლის სახელზე
გ) II მსოფლიო ომის მონაწილის ან მათთან გათანაბრებულის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
ე) განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი
ვ) თუ ვეტერანი ვერ მოდის, მაშინ წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს
ნოტარიუსის მიერ გაცემული მინდობილობის დოკუმენტი (დედანი), ან
სასამართლოს მიერ გაცემული მეურვეობის შესაბამისი დოკუმენტი.
4.სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები.
სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ხორციელდება ქ თბილისის ს/ს ,,კ.ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში” მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) განცხადება
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
გ) განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი
დ) ფორმა 100
- სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა
სამედიცინო დაწესებულებებში გასაწევი მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება ხორციელდება მოქალაქის მიერ მოთხოვნილი თანხის 25%-ის, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით:
ა)განცხადება
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
გ) განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი
დ) ფორმა 100, ანგარიშფაქტურა.
ე) საყოველთაო ჯანდაცვის ჯანმრთელობის დაცვის დამადასტურებული დოკუმენტის ან ნებისმიერი სხვა დაწესებულების (მაგ., გამგეობა, მერია და ა.შ.) მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი.