შეხვედრა დევნილ ახალგაზრდებთან

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის,   „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“-ს და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“-ს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ,, განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში შეირჩენ ლიდერებიც.

,განავითარე შენი რეგიონი“ არის პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას.

გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციას აქვს უდიდესი გამოცდილება მასშტაბური საზაფხულო და ზამთრის ლიდერთა სკოლის მოწყობაში, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში შერჩეული ლიდერები ჩაირიცხებიან ზამთრის და ზაფხულის ლიდერთა სკოლაში.

პროექტის მიზანია მრავალფეროვანი და უნივერსალური ახალგაზრდული აქტივობებით უამრავი ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც მათ შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენთ.

პროექტს გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი. მისი მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, როგორც ახალგაზრდა თაობის მასიური ჩართვა, მათი ლიდერული უნარების გამოვლენის გზით სახელმწიფო განვითარების პროცესში ჩართვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია