წიგნის პრეზენტაცია

რობერტ ოდიკაძის წიგნის „ცხინვალის მემატიანე“ პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება მეცნიერს, მწერალსა  და საზოგადო მოღვაწეს მიხეილ ცოტნიაშვილს.აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი-პროფესორი, თავისი ცხოვრების მანძილზე ძირითადად დაკავებული იყო ცხინვალის ისტორიის კვლევა-ძიებით.  წელს მიხეილ ცოტნიაშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა.

სტუმრების წინაშე წარდგნენ ანსამბლები „ნართები“ და „თეატრონი“, რომლებმაც ღონისძიება სიმღერებით გაალამაზეს.

სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ საქველმოქმედოდ გამოცემული წიგნების ტომეული „შიდა ქართლი“

ღონისძებაზე მოწვეულნი იყვნენ წიგნის ავტორი რობერტ ოდიკაძე, მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის, გორის უნივერსიტეტისა და ცხინვალის თეატრის წარმომადგენლები, ცხინვალის საზოგადოება.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია