სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია “გორის დღე-2025”-ს შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონში “გორის დღე-2025” გაიმართა. ღონისძიებას, ტრადიციულად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეუერთდა.

მოეწყო “ოსური ეზო”, სადაც ადმინისტრაციის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურების თანამშრომლებმა წარმოადგინეს ეროვნული სამზარეულოს ტრადიციული კერძები – ჯიგკა, სამი ოსური ხაჭაპური, ოსური ლუდი, რომელიც ოსური ტრადიციული სასმისით, უაცამონგით, დააგემოვნეს სტუმრებმა.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი დაესწრო, ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გორის მოსახლეობას და მისულ ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ოსური კერძები, დაეთვალიერებინათ ოსური ტრადიციული სამოსი და ყოფის საგნები.

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. “საპატიო გორელი” წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხუთი ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქის ტიული მიენიჭათ:

იმედო ხუციშვილი – ექიმი

კახა თოფჩიშვილს – მხატვარი

ფატი ფულარიანს – მსახიობი

არჩილ ბარამიძეს – ჭიდაობის მწვრთნელი

გივი აბალაკს – ფერმერი

ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა. მსმენელი წინაშე მუსიკალური ჯგუფები – “ქუჩის ბიჭები”, “Soft Wave” და “კანუდოსი” წარსდგნენ.

საკონტაქტო ინფორმაცია