თელავში მცხოვრები ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო აქცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და მათ უფასო, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარეს.

თელავში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ოვაშვილი შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.  

ადმინისტრაციამ მათ უსასყიდლოდ წნევის აპარატები, ტონომეტრები, გადასცა.

Comments (0)
Add Comment