სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს, 92 წელი შეუსრულდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დევნილი საზოგადოების სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ,
განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!
ჩვენო პატრიარქო, საქართველოს ისტორიაში თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია: თქვენ განამტკიცეთ ქართული სულიერება და დღემდე განაგრძობთ ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას. თქვენი ყოველი სიტყვა განსაკუთრებულია – ის სიყვარულის, სიკეთის, იმედის, ძალის, სიბრძნის წყაროა ყოველი ჩვენთაგანისთვის.
დიდ მადლობას გიხდით ამისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! თქვენი ლოცვა არ მოკლებოდეს საქართველოს!
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
თამაზ ბესტაევი“.