ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში სამედიცინო აქცია გაიმართა

ხურვალეთში, დევნილთა დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამედიცინო აქცია გაიმართა.

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა (უროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ქირურგი, თერაპევტი, პულმონოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, რადიოლოგი (ექოსკოპია), ეკგ-გადამღები) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და მედიკამენტებით უზრუნველჰყვეს.

ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, საჭიროებისამებრ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან პაციენტებს სათვალე უსასყიდლოდ გადაეცათ, ხოლო თითო ოჯახს – წნევის აპარატი.

აქციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ოვაშვილი და სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ.

Comments (0)
Add Comment