წეროვნის დევნილთა დასახლებაში გათამაშდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი კარატეში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წეროვნის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ტურნირი კარატეში, გათამაშდა ადამინისტრაციის თასი.

ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა წონით კატეგორიაში და 20 ასაკობრივ ჯგუფში დევნილმა და საქართველოს სახვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ვაჟებმა და გოგონებმა მიიღეს.

ღონოსძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის თანამშრომლები და კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თამაზ ბესტაევმა დააჯილდოვა ტურნირში გამარჯვებულები და მათ სპორტული წარმატებები უსურვა.

“სპორტული წესით ცხოვრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისგან. განსაკუთხრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი თაობა სპორტითაა დაკავებული, თავისი ძლიერი სულისკვეთებით წინ მიიწევს, მე მათ ვუსურვებ წარმატებებს!”, – განაცხადა ბესტაევმა.

Comments (0)
Add Comment