სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 1991 წლის ცხინვალიდან დევნილ მარტოხელა პენსიონერებს, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებსა (73 პირი) და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო პირების ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა.
ადმინისტრაციის იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა ნობათები სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაიტანეს (თბილისი, გორი, წეროვანი, რუსთავი, წყნეთი).
