თამაზ ბესტაევი აგვისტოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების ოჯახს ესტუმრა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების, ცხინვალიდან დევნილი ძმების გელა და გიორგი რომელაშვილების ოჯახს ეწვია და სასურსათო კალათა გადასცა.

ძმები რომელაშვილების მამასთან, ბატონ მურაზთან საუბრისას, თამაზ ბესტაევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გეგმავს დააარსოს და ყოველწლიურად ჩაატაროს ძმები რომელაშვილების სახელობის ტურნირი კარატეში.

„ძმები რომელაშვილები კარატეში შავი ქამრის მფლობელები იყვნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოს ამ საამაყო ორი შვილის, ორი გმირის საპატივსაცემოდ, ყოველწლიურად ჩავატაროთ ტურნირი კარატეში, რათა ჩვენს ახალ თაობას მუდამ ახსოვდეს, რომ ძმები რომელაშვილები, ეს გმირი ვაჟკაცები, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდნენ“, – განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძმები რომელაშვილები გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში ირიცხებოდნენ: გია ოცმეთაური იყო, გელა – ოცეულის მემიზნე.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია