სამხრეთ ოსეთის ადმინიატრაციის ხელმძღვანელი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ქართული ენა – ქართველი ხალხის საგანძურია, მისი ისტორია და კულტურა, რომლის შენარჩუნებას და განვითარებას ის დღემდე ახერხებს.

სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება მიიღონ განათლება მშობლიურ, ქართულ ენაზე.

2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაწყებული, ქართულ ენაზე სწავლების ეტაპობრივი შეზღუდვის შედეგად, 2024 წლის სექტემბრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად შეწყდა განათლების მიღება ქართულ ენაზე (ქართული ენა ცხინვალის რეგიონში ისწავლება მხოლოდ როგორც რიგითი საგანი).

საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ეთნიკური ქართველების მიერ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის საკითხს ქართული მხარე სისტემატურად აყენებს საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში.

თავის მხვრივ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აგრძელებს სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რათა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს ჰქონდეთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია