სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა წეროვნის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “ახალი თაობა” მონაწილეობა მოოღო ფესტივალ-კონკურსში “იპოვე შენი ვარსკვლავი”

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა წეროვნის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ახალი თაობა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკურ ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის XVII ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“.

ანსამბლმა, ბავშვთა კოლექტივებს შორის, პირველად საქართველოში შეასრულა ოსური ხალხური სიმღერა (ხელმძღვანელები – დ. გაჩეჩილაძე, დ. კახნიაშვილი, აკომპანიატორი – ვ. ღუნაშვილი).

ღონისძიების პირველ ტურში გამარჯვებული ანსამბლები და შემსრულებლები მონაწილეობას გალა-კონცერტში მიიღებენ.

ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ანსამბლ „ახალი თაობის“ ჩართულობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

ღონისძიების ორგანიზატორი – „საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირი“.  

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია