საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77 ბრძანების შესაბამისად დაიწყო ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩასარიცხად განაცხადების მიღება.
ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად:
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც ელექტრონული ფორმით წარედგინება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.
· განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- პირის სახელი, გვარი;
- პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;
- დაბადების თარიღი;
- საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა);
- თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით.
- განცხადებას პირმა უნდა დაურთოს საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დადგენილი წესით აღიარებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განაცხადის ფორმის შესავსებად მიყევით ბმულს