5:0 – აჩაბეთის „ლიახვმა“ სოხუმის „დინამო“ დაამარცხა

ფეხბურთში ოთხთა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში აჩაბეთის „ლიახვმა“ სოხუმის „დინამო“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა.  

ტურნირი ქ. თბილისში ჩატარდა. 4 მაისს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აჩაბეთის „ლიახვი“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (3:2) და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და სოხუმის „დინამო“ (4:5 პენალტებით).

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აჩაბეთის „ლიახვის“ ფეხბურთელი გოგა ქვარცხავა დასახელდა.

გამარჯვებულ გუნდს კი თასი, მედლები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

ფეხბურთში ოთხთა ტურნირის ორგანიზატორი – საქართველოს ფიზიკური  აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაცია ,,გზა შინისაკენ”.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია