IDFI-ს ანგარიშში ადმინისტრაციამ ერთ-ერთი მაღალი სარეიტინგო ადგილი დაიკავა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ერთ-ერთი მაღალი სარეიტინგო ადგილი დაიკავა (84.38%) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით 267 საჯარო დაწესებულებას შორის.

რეიტინგი ამა წლის 10 მარტს გამოქვეყნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, სადაც ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდა.

ანგარიშში მიმოხილულია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა საქართველოში 2022 წელს და ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით, საჯარო დაწესებულებათა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგები, IDFI-ს სამართალწარმოების საქმეები და სხვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია