თამაზ ბესტაევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს

0
239

ჩვენო საყვარელო და საამაყო სულიერო წინამძღოლო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო ილია II !

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დევნილი საზოგადოების სახელით გილოცავთ იუბილეს სიყვარულით სავსე გულებით!

თქვენ ბრძანდებით საქართველოს ერთიანობისა და სულიერი სიძლიერის სიმბოლო. განუსაზღვრელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით, საქართველოს გაერთიანების საქმეში.

თქვენი უწმინდესი ლოცვა ყოველთვის  არის მიმართული ოკუპაციის პირობებში მყოფი ჩვენი ოსი ძმების სულების გადასარჩენად და ჩვენი საბოლოო შერიგებისთვის.

თქვენი სიკეთით, მოყვასისადმი სიყვარულითა და სიბრძნით გვისახავთ გულებში საქართველოს სიმშვიდის და გაერთიანების, ჩვენს ოს ძმებთან სწრაფი შერიგების იმედს!

გულწრფელი სიყვარულით გილოცავთ, ჩვენო პატრიარქო, დაბადების დღეს! გისურვებთ ძლიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სიხარულით სავსე დღეებს და საქართველოს გაძლიერებისთვის დიდხანს ლოცვას! 

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here