საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდების იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

0
97

საქართველოს მთიანი რეგიონების ლუდი შეიძლება აღიარებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ მემკვიდრეობად. ამ სტატუსს ანიჭებს იუნესკო.  ამ მიზნით, საქართველოში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ოსურ, ფშავ-ხევსურულ და თუშური ლუდის ხარშვის კრიტერიუმებს.

საქართველოში ამ პროექტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო. საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით და მასში შევიდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები.

საბჭომ შეისწავლა ლუდის ხარშვის  ისტორია და კულტურა ფშავ-ხევსურეთში, თუშეთსა და ცხინვალის რეგიონში

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს შრომატევადი სამუშაო – მოიძიეს და შეისწავლეს ოსური ლუდის ხარშვის ისტორია, ასევე მისი მომზადების რეცეპტები, რომლებიც დღევანდელ დღემდე მოაღწიეს და მოამზადეს 10 წუთიანი ფილმი,სადაც  ნაჩვენებია ოსური ლუდის დამზადების სრული პროცესი.

  საკოორდინაციო საბჭომ ტრადიციული მთის ლუდის სპეციალური „სიწმინდის აქტი“ მოამზადა. დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი მუშაობის გაგრძელება იყო, თუმცა გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი: „ოსური ლუდის ხარშვის სათავე ნართების ეპოქიდან მოდის. ჩვენი წინაპრები, ტრადიციის დაცვით, დიდი ხანია ამზადებდნენ ამ საკრალურ სასმელს. სამწუხაროდ, ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესს აქვს უარყოფითი მხარეც: პროგრესმა ბევრ სოფელში გამოიწვია ოსური ლუდის დამზადების ამ მეთოდის  გაქრობა. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის აღორძინებასა და ახალგაზრდებში  ამ უძველესი მეთოდის პოპულარიზაციას“, – განაცხადა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here