საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2022 წლის 7 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებში, როგორებიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. 

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ აუცილებელია ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ყოველგვარი წინაპირობის  გარეშე აღდგეს გალში და  რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად იმართებოდეს ერგნეთში.  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებების გამო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministroshi-jenevis-saertash-(7).aspx?CatID=5&fbclid=IwAR0jYp1qY1wAjggZjfILFw1QXEERATsQOlz0djogR4wl5MA5J1biNkbf2_8

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია