სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

0
214

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით.

ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here