ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წითლუბანში კონცერტით აღინიშნა (VIDEO)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წითელუბანში კონცერტი გაიმართა.  ანსამბლი ,,მომავალი თაობა“ მაყურებლის წინაშე  ქართული ხალხური სიმღერებით წარდგა  წითელუბნის საჯარო სკოლის ეზოში.

ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერები: „არის ასეთი ქვეყანა“, „თბილისური“, „ქართული სიმღერების პოპური“ და სხვა.

ანსამბლ ,,მომავალი თაობის“ ბავშვებმა პედაგოგებთან ერთად სხვადასხვა ინსტრუმენტებზე არაერთი მელოდია შეასრულეს.  ასევე, გაჟღერდა ოპერის „ქეთო და კოტეს“ ავტორის ვიქტორ დოლიძის „ქართული საცეკვაო“.

ანსამბლის გამოსვლამ პატარები იმდენად გაამხიარულა, რომ კონცერტის ბოლოს დღესასწაული გაგრძელდა: თავად ბავშვებმა იცეკვეს „აჭარული“.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „მომავალი თაობა“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება.  ანსამბლი დაკომპლექტებულია წეროვნის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებით.  2010 წელს დაარსებულ ანსამბლში უკვე მეორე თაობის შემსრულებლები მოღვაწეობენ.

,,მომავალი თაობა“ ასევე ამაყობს საკუთარი წარმატებებით. ისინი არაერთხელ წარდგნენ სხვადასხვა ხალხური მუსიკის ფესტივალზე.  ხოლო ანსამბლის წინა თაობა გამოდიოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – მაგალითად, ესპანეთში.

ღონისძიების ორგანიზატორი -სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახური.

იხილეთ ჩვენი ფოტო და ვიდეოკადრები კონცერტიდან. რესპონდენტები: გიული ჩოხელი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფრისის მოადგილე; მარიამ ლატიფოვა – წითელუბნის მაცხოვრებელი; მაკა ოდიშვილი – წითელუბნის მაცხოვრებელი; მარიამ ცეცხლაძე – წითელუბნის მაცხოვრებელი.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია