სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს – ეს „არჩევნები“ არალეგიტიმურია.  ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 დიმიტრი სანაკოევი აღნიშნავს, რომ იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც ისმის ოფიციალურ დონეზე, როგორც თბილისში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებისგან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ნორმებთან:

„საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც მთელი მსოფლიო საზოგადოება, უარყოფითად აფასებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას.  ოკუპაციის პირობებში, ამ საკითხის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე, ნებისმიერი სახის არჩევნები ვერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად:  საქართველოს ტერიტორიების  დეოკუპაციამდე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებამდე საკუთარ სახლებში და  ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონსტიტუციის მოქმედების აღდგენამდე“.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია