ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი, სადაც ხაზგასმით, აღინიშნა რომ უკანონო დაკავებები არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აუცილებელია მათი დაუყონებლივ გათავისუფლება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ უკანონო ქმედებაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს. შეხვედრაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

IPRM-ზე განხილული იქნა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული ყველა უკანონო ქმედებება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევები.

IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 4 მარტს გაიმართება.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია