ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 103-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებებისა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ უკანონო შეზღუდვებს. განსაკუთრებული სიმწავით იქნა განხილული უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი.„განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

დღევანდელი შეხვედრა განვითარდა გენადი ბესტაევის მძიმე მდგომარეობის ფონზე, ჩვენ დავაყენეთ საკითხი რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია წინა დღეების შესახებ , რაც წინ უძღოდა გენადი ბესტაევის ინსულტს . დავაფიქსირეთ პოზიცია რომ გენადი ბესტაევი არის ოკუპაციის მსხვერპლი .სამწუხაროდ ასეთი მსხვერპლი გვყავს არაერთი , ამავე კონტექტსში გაჟღერდა არჩილ ტატუნაშვილი. ბაშარული. გარდა ამისა ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა უკანონო , ე.წ ბორდერიზაციის საკითხებზე, იმ პროცესებზე რაც ვითარდება კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და ასევე საუბარი შეეხო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს და მოგეხსენებათ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია იქ განთავსებულ პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით“- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა უკანონო დაკავებების უკიდურესად დამაზიანებელი პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 2022 წლის 20 იანვარს ჩაინიშნა.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია