საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წეროვანში შეხვედრა გამართა

“მივესალმები იმ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელიც უნდა შემუშავდეს და ისახავს მიზნად ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანას”,- განაცხადა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა წეროვანში, სადაც შედგა შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეკრებილ საზოგადოებასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში უშუალოდ ოკუპაციით  დაზარალებულთა მოსაზრებების, კითხვებისა და ხედვების მოსმენა. დარსალიამ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები დაეხმარება სახელმწიფო კომისიას სწორი აქცენტების გაკეთებაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემის გადაჭრაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია