ნახატების კონკურსი „ნართების ეპოსის“ თემაზე

შავშვების, ნიგოზას და წითელუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში სწავლობენ ოსურ ენას, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავკასიური მოზაიკის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ნახატების კონკურსში თემაზე ,,ნართების ეპოსი“.

კონკურსი ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების  ერთობლივი პროგრამის  “COBERM”-ის  ფარგლებში. მონაწილე ბავშვებმა წარადგინეს თავისი ნახატები – ყველა მათგანმა მიიპყრო ჟიურის წევრების ყურადღება.

მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო ჭიქები, გაფორმებული წარწერებით ოსურ და ქართულ ენებზე. საჩუქრები ბავშვებს გადასცა „ოსურ-ქართული ურთიერთობების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნაირა ბეპიევამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია