ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უგამოცდოთ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

0
1053

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 7 ივლისი №77 ბრძანებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4916895?publication=0) დამტკიცდა ოკუპირებულ  რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე  ჩარიცხვისა  და დაფინანსების წესი. 

ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც ელექტრონული ფორმით წარედგინება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან  5 სექტემბრამდე
  • განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
    • პირის სახელი, გვარი;
    • პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;
    • დაბადების თარიღი;
    • საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება (რომელშიც სურს პირს ჩარიცხვა);
    • თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით.
    • განცხადებას პირმა უნდა დაურთოს საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და დადგენილი წესით აღიარებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here