,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“

0
158

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროს   პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ქვეპროგრამის ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, მონაწილეობდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული,  10 საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე.

მოსწავლეებმა დაისვენეს ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის ბაზაზე 23 ივნისიდან 14 დღის განმავლობაში. ბანაკში  ყოველი დღე დატვირთული იყო მრავალფეროვანი სახალისო და საინტერესო აქტივობებით, გარდა ამისა უტარდებოდათ ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები, რომლებიც დატვირთული იყო სახალისო პრაქტიკული სამუშაოებით. ბანაკის მონაწილეები თვლიან , რომ იქ დაუვიწყარი დღეები გაატარეს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here