კონკურსი “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა”

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს შესარჩევ კონკურსს „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო სკოლაში – ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” – მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება – 8, 9, ან 10 ქულა.
ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 10 მოსწავლე. თუ მსურველთა რაოდენობა ათზე მეტი იქნება მაშინ შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებითა და თანმიმდევრობით:
ა) 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში მიღებული უფრო მაღალი შეფასების შესაბამისად;
ბ) 2017-2018 სასწავლო წელს ინგლისურ ენაში მიღებული წლიური შეფასების უფრო მაღალი ქულის შესაბამისად;
გ) 2017-2018 სასწავლო წელს ყველა საგანში მიღებული წლიური შეფასების უფრო მაღალი საშუალო ქულის შესაბამისად;
დ) ასაკის შესაბამისად (უპირატესობა მიენიჭება უფროსი ასაკის მოსწავლეს)
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან იმის შესახებ, რომ კონკურსანტი დევნილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად;
3. სკოლის მიერ გაცემული ცნობა 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში შეფასების შესახებ. 2017-2018 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
საბუთების მიიღება 2019 წლის 10 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.
მისამართი: თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №1, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. საკონტაქტო პირი: მარინე ქრისტესიაშვილი, ტელეფონი: 595958067,
გორი, სტალინის ქ. 16 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
საკონტაქტო პირი: შორენა ჩიმჩიური ტელეფონი: 599951607
მსურველებს ასევე შეუძლიათ დოკუმენტაცია გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: ganatleba.soa@gmail.com და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში წარადგინონ დოკუმენტების დედნები.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია